შეიყვანე პროექტის ხარჯები
დაამატე ხელფასები, მომწოდებლების ხარჯები და სხვა გადახდები. თითოეული ხარჯის საგადასახადო კატეგორია აირჩიე იმის მიხედვით, ვის უხდი.
ქართველი ფრილანსერები და მცირე სტუდიები
შეიყვანე პროექტის ხარჯები და სასურველი მოგება. Budgeter დაგითვლის ქართულ გადასახადებს და დაგეხმარება დამკვეთის ფასის განსაზღვრაში.
Budgeter (ბაჯეტერი) არის პროექტის ბიუჯეტისა და გადასახადების კალკულატორი საქართველოში მომუშავე ფრილანსერებისა და მცირე სტუდიებისთვის. ის გეხმარება შეაფასო პროექტის რეალური ხარჯი, გადასახადები და დარჩენილი მოგება — დამკვეთისთვის ფასის შეთავაზებამდე.
დაამატე ხელფასები, მომწოდებლების ხარჯები და სხვა გადახდები. თითოეული ხარჯის საგადასახადო კატეგორია აირჩიე იმის მიხედვით, ვის უხდი.
ნახე ერთი პროექტი შპს-ს, მცირე მეწარმისა და ფიზიკური პირის სტატუსით — დღგ-ს გადამხდელად ან არგადამხდელად. შეადარე ექვსივე სცენარის შედეგი.
ნახე ჯამური ხარჯი, გადასახადები და მოგება ლარში. შეაფასე შეთავაზება და სასურველი მოგება, სანამ პროექტის ფასს დაასახელებ.
გადამოწმებულია ბუღალტრის მიერ — საგადასახადო წესები პროფესიონალმა გადაამოწმა.
ექვსივე გავრცელებული სცენარისთვის: შპს, მცირე მეწარმე და ფიზიკური პირი — თითოეული დღგ-ს გადამხდელად ან არგადამხდელად. ერთი პროექტი ექვსივე სტატუსში ერთდროულად შეგიძლია შეადარო.
გამოთვლა სერვერზე სრულდება და საქართველოს საგადასახადო წესებსა და მითითებულ დაგეგმვის პირობებს იყენებს. შედეგი არ არის დეკლარაცია ან პირადი საგადასახადო კონსულტაცია.
დღგ 18% · საშემოსავლო 20% · საპენსიო 2% + 2% მონაწილეებისთვის · არარეზიდენტის დაკავება არჩეული განაკვეთით · მოგების 15% · დივიდენდის 5% · მცირე ბიზნესის პერიოდის 1% ან 3%.
იმის მიხედვით, ვის უხდი — დღგ-იან მომწოდებელს, ფიზიკურ პირს ხელფასად, მცირე მეწარმეს, არარეზიდენტს თუ დღგ-ს გარეშე. ეს ერთადერთია, რაც შენ იცი; საგადასახადო შედეგს Budgeter ითვლის.
კი — პროექტს აქვს გასაზიარებელი ბმული დამკვეთისთვის, სურვილისამებრ კოდით დაცული. ბმულის მფლობელი ხედავს შედეგს და ვერაფერს შეცვლის, თუ შენ სხვანაირად არ გადაწყვიტე.